კინოპროგრამა

შვეიცარიული ფილმები

2.04.–10.04.2023

სხვადასხვა დროები
კინოთეატრი ამირანი

კვირას, 2 აპრილს, კინოთეატრ „ამირანში“ შვეიცარიული ფილმების დღეები გაიხსნება. ნაჩვენები იქნება 12 შერჩეული მხატვრული ფილმი, ზოგიერთი რეჟისორი თავად დაესწრება კინოჩვენებას და ისაუბრებს ფილმის შესახებ. პროგრამა მოიცავს ბოლო 50 წლის განმავლობაში განვლილ ეტაპებს
შვეიცარიულ კინოში, მაგრამ ასევე სრულიად ახალ პროდუქციას, რომელიც აქტუალურ კინოშემოქმედებას ასახავს. თბილისში წარმოდგენილი პროგრამა მიზნად ისახავს, წარმოადგინოს მცირე ნაწილი შვეიცარიული მხატვრული ფილმების მდიდარი კინოარქივიდან და ასევე გადმოსცეს შვეიცარიის ყოველდღიური ცხოვრებისა და ქვეყნის ისტორიის ასპექტებიც. სპეციალურად
ბავშვებისთვის გაიმართება საკულტო საბავშვო წიგნის - „ჰაიდის“- უახლესი კინოეკრანიზაციის ჩვენება. დაგეგმილია რამდენიმე ვორკშოპი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორებისთვის.

კორინ ზიგრისტ-ობუსიე
კინოპროგრამის კურატორი SWISS FILMS-თან თანამშრომლობით. სტუდენტობის შემდეგ იგი
ხელმძღვანელობდა ბაზელის საქალაქო კინოს (Stadtkino Basel), 2005-2021 წლებში კი
ციურიხის საქალაქო კინოს (Filmpodium). მისი ერთ-ერთი ბოლო პროგრამა, რომელიც პენსიაზე გასვლამდე მოამზადა, იყო "ქართველი ქალი კინორეჟისორები" ფესტივალის "ხიდი: ციურიხი-თბილისი"
ფარგლებში.

პროგრამა 2. აპრილი


16:30
კინოპროგრამის გახსნა


16:30 – 17:30
შვეიცარიული კინოს შესახებ მოგვითხრობს – კურატორი კორინ ზიგრისტ-ობუსიე



17:30
შვეიცარიელთა მწარმოებლები


20:00
ფილმი: შტურმი: სანამ არ მოვკვდებით
ან გავთავისუფლდებით


ფილმის ბოლოს საუბარს რეჟისორ
ოლივერ რიჰსთან გაუძღვება საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე


დეტალები & ბილეთები
Amirani Cinema
TKT

კინოპროგრამა
swissfilms.ch/de/program/tbilissi-brcke-tbilissi-zrich/349