კინო

ცვინგლი

9.04.2023

2019, შტეფან ჰაუპტი
Amirani Cinema / 20:30

„მისმა ცხოვრებისეულმა მოღვაწეობამ იგი მსოფლიოში ცნობილი გახადა: სულ რამდენიმე
წელიწადში ციურიხის რეფორმატორმა ჰულდრიხ ცვინგლიმ მთელი ქალაქი ციურიხი და მტკიცედ ჩამოყალიბებული ღირებულებების კანონი თავდაყირა დააყენა. გამჭრიახი გონებით მან ერთმანეთისგან გაკვეთა რელიგიური და სოციალური სისტემა, დაგმო უკანონობა და არ შეეშინდა იმ დროისთვის ყველაზე ძლევამოსილებს დაპირისპირებოდა. ბოლოს ის, ომის მოწინააღმდეგე, იმ ომში დაიღუპა, რომლის მომხრეც თავად იყო“. (Swissfilm.ch)

Film-Trailer

შტეფან ჰაუპტი


(*1961 ციურიხი) აქვს თეატრალური
განათლების ხარისხი და 1989 წლიდან
მუშაობს თეატრის რეჟისორად და თავისუფალ კინორეჟისორად. 1998 წელს ციურიხში დააარსა საკუთარი საპროდიუსერო კომპანია Fontana Film.
სადებიუტო ფილმში "Utopia Blues" (2001) მან მიიღო ციურიხის და შვეიცარიის კინოპრემიები. შტეფან ჰაუპტი მუშაობს როგორც მხატვრული,
ისე დოკუმენტური კინოს რეჟისორად; „ელიზაბეტ კუბლერ-როსი“ (2003) ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შვეიცარიული დოკუმენტური
ფილმია; ფილმისთვის "Der Kreis" (2014) მას მიენიჭა პანორამა აუდიტორიის ჯილდო და ტედის ჯილდო
ბერლინალეზე. მისი ბოლო ესეისტური ფილმის «Zürcher Tagebuch» მსოფლიო პრემიერა ZFF 2020-ზე გაიმართა.



შვეიცარია 2019. რეჟისორი: შტეფან ჰაუპტი. როლებში: მაქს სიმონისჩეკი, სარა სოფია მაიერი, ანატოლ ტაუბმანი, სტეფან კურტი. 123 წთ., ფერადი,
დიალექტი/ქართ. სუბტიტრებით


დეტალები & ბილეთები
Amirani Cinema